მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას აპირებს

აირი

ფინეთი გეგმავს, რომ 2025 წლიდან აკრძალოს რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი. ამის შესახებ მედია, გარემოს დაცვის მინისტრის კაი მიკიანენის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა,“ - თქვა მიკიანენმა.

მინისტრის თქმით, ეს შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა შეათანხმეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი.

მიკიანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები