ფინეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ ორპოს თქმით, 2022 წელს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანამ ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმე ზეგავლენა იქონია.
მისი თქმით, თუ 2021 წელს რუსეთში $4.0 მილიარდის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 5.4% იყო, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი $2.3 მილიარდამდე დაეცა.
რაც შეეხება იმპორტს, ვითარება ამ მხრივაც გართულდა. მაგალითისთვის, თუ 2021 წელს იმპორტი $9.4 მილიარდს შეადგენდა და მთლიანი იმპორტის 11.8%-ს უდრიდა, 2022 წლის ბოლოსთვის $6.8 მილიარდამდე შემცირდა.
განსაკუთრებულად დაზარალდნენ ის სექტორები, რომლებზეც ფინური საწარმოები იდგნენ. მაგალითისთვის, სავაჭრო კავშირების შეზღუდვამდე, ქვეყანაში 10 მილიონი კუბური მეტრის ხე-ტყე შედიოდა. ზოგადად, საწარმოო სექტორში კი 22%-იანი კლება დაფიქსირდა. ცხადია, ეს მოცემულობა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელზეც პირდაპირ აისახა.
2023 წელს ფინეთის ეკონომიკა $3 მილიარდით დაზარალდა. ამჟამად, ვითარება გამოსწორებულია და წლის ბოლოსთვის ეკონომისტები 0.5%-იან ზრდას ვარაუდობენ, თუმცა ქვეყანას ხანგრძივი ეკონომიკური პარტნიორის დაკარგვის შემდეგ ახალ ბაზრებზე თავის დამკვიდრება უჭირს. ექსპერტები ფინური კომპანიების კონკურენტუნარიანობის შემცირებას, ეკონომიკის ზრდის შემცირებასა და საცხოვრებელი ხარჯების გაზრდას სწორედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შეზღუდვას უკავშირებენ.




























