მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფინტექს თავისუფალი სარეგულაციო ჩარჩო და ბაზარი ესაჭიროება“ - ფინტექ ასოციაციის წლის შედეგები

61c5e2d302232
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.21 19:26
499
საქართველოს ფინტექ ასოციაცია 2020 წლის შემოდგომაზე შეიქმნა და დღეისთვის ის საქართველოში მოქმედ 13 ფინტექ კომპანიას აერთიანებს.

როგორც ასოციაციის მეირ 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ასოციაციის ძირითად მიზანს ფინტექის დარგის განვითარება წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში 30-მდე ფინტექ კომპანია ოპერირებს და მიუხედავად მცირე რაოდენობისა, ქართული ფინტექ ეკოსისტემა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დღეისთვის ასოციაციის წევრები კი არიან „კერნელი“, eMoney, PayZe, OPPA, mogo, GeoPay, CityPay.io, Signify, Cryptal, kvalifika, Space, MYFAZENDA, NEOLLET.

“ბაზარზე წარმოდგენილია ფინტექის თითქმის ყველა მიმართულების კომპანია, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების თვალსაზრისით. ასევე აღსანიშნია, რომ კომპანიები, არამხოლოდ ქართულ ბაზარზე ოპერირებენ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც აქტიურად ვითარდებიან, ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზგასასმელია კომპანიების გაფართოვება უზბეკეთის და ყაზახეთის ბაზრებზე. ქართული ფინტექ კომპანიების უმრავლესობა საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრია. 2021 წლის განმავლობაში ასოციაციაში გაწევრიანდა 13 ფინტექ კომპანია. ასოციაცია აგრძელებს ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია გაწევრიანდეს ასოციაციაში და ერთობლივი ძალებით შევქმნათ საქართველოს ფინტექ ეკოსისტემა“, - ნათქვამია ასოციაციის 2021 წლის ანგარიშში.

თავიანთი მიზნების შესრულებისთვის ასოციაცია აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით, რომლის ფარგლებში დამყარდა თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიებთან, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, GEC სისტემურ ბიზნეს კონსალტინგთან, Evolver-თან, SMEDA - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასოციაციასთან. ასოციაცია აგრძელებს მუშაობას პარტნიორული ქსელის განვითარების მიმართულებით და აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კომპანიებთან. ამავე წელს მემორანდუმი გაფორმდა ორ უმსხვილეს საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციასთან: FINDEXABLE და FINNOVATING. კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა წევრი კომპანიების საერთაშორისო ფინტექ პლატფორმის findexeble -ის მსოფლიო ფინტექ ეკოსისტემის რუკაზე მონიშვნა.

რა გამოწვევები აქვს დღეს ფინტექ კომპანიებს საქართველოში და რა როლს ასრულებს ასოციაცია მათი გადაჭრის პროცესში? - ამ კითხვებით BM.GE-მ ფინტექ ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ლაშა ბზარაშვილს მიმართა. მისი თქმით, დღეს საქართველოში არსებული ფინტექ კომპანიებისთვის უმთავრესი რეგულირების ჩარჩოა.

„მთავარი გამოწვევა დაკავშირებულია სარეგულაციო ჩარჩოსთან, სადაც ორი მიმართულება განიხილება, ერთი რამდენად სწრაფად მოხდება ღია ბანკინგის საკითხების განხილვა და ამის იმპლემენტაცია და მეორე - ამ კომპანიების მუდმივი კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, იმისთვის, რომ თუ სებ-ი გარკვეული ინიციატივების წარმოდგენას დააპირებს, ეს კომპანიები ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ. ფინტექს მაქსიმალურად თავისუფალი სარეგულაციო ჩარჩო და ბაზარი ესაჭიროება, მისი არსი ამაშია. ჩვენი როლი კი სებ-სა და დარგის წარმომადგენლებს შორის ხიდის ფუნქციის შესრულებაა, რათა მხარეებს შორის ინფორმაციის ნაკლებობა არ წარმოიშვას, რაც ფინტექ კომპანიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლაშა ბზარაშვილი.

სწორედ ამიტომ, ასოციაციის 2022 წლის გეგმაში “ღია ბანკინგის” სარეგულაციო ჩარჩოს მომზადებაში აქტიური ჩართულობა წარმოადგენს, რომლის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან აქტიურად გაგრძელდება.

„გარდა ამისა, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის მიერ უნდა დამტკიცდეს “ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროქტი,” რომლის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) შუალედური სერვის ოპერატორების (ISP) უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ აღებული ვალდებულებით. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მოხდეს სტადანტრების და პრინციპების შემუშავება, რაც მოექცევა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ, ხოლო ამ კუთხით საქართველოს ფინტექ ასციაცია აქიურად ჩაერთვება ხსენებული სტანდარტების და პრინციპების შემუშავების ეტაპზე“, - ნათქვამია ასოციაციის წლიურ ანგარიშში.