ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა და სებ - ის მენეჯმენტის გუნდი საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრებს შეხვდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ასოციაციის გაცხადებულ მიზანს ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების და ეკოსისტემის მხარდაჭერა წარმოადგენს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებს.
"ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია ისიც, რომ სებ - ი აქტიურად იყენებს ღია მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც ფინტექ ინოვატორებს საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე ფინტექ ასოციაციის წარმომადგენლებმა სებ - ის მენეჯმენტს ბაზრის მონაწილეთა ხედვა და მოსაზრებები გაუზიარეს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.