მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch - 2022-2023 წლებში, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება, რისკები ეპიდემია, ვაქცინაცია და არჩევნებია

610e1e5a268be
ინგა მურუსიძე
07.08.21 10:05
958
სარეიტინგო სააგენტო “Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურ“ დონემდე გააუმჯობესა.

„ფიჩის“ შეფასებაში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 12.7% შეადგინა, ხოლო საბაზო ეფექტის გამორიცხვით ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქონლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე ტურიზმის აღდგენის ტენდენციებმა.

„მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, „Fitch“-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5 პროცენტული პუნქტით (4.3 პროცენტიდან) 7.8%-მდე გაზარდა, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის რისკებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის ტემპი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის სანდო და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო ქვეყნის მდგრადობას არა მხოლოდ პანდემიით განპირობებული შოკების, არამედ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე შოკების მიმართაც (თურქეთი და რუსეთი)“, - ნათქვამია შეფასებაში.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები