მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch-ი რუსული კომპანიების შეფასებას სრულად წყვეტს

623c4587cc346
BM.GE
24.03.22 14:24
938
Fitch-ი რუსეთში საქმიანობას სრულად აჩერებს. შესაბამისი განცხადება გავლენიანმა საკრედიტო ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.

დღეს გამოქვეყნებული განცხადება კავშირშია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. EU-მ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებს აუკრძალა რუსული კომპანიების შეფასება. ეს აკრძალვა ძალაში 2022 წლის 15 აპრილიდან შედის.

7 მარტს Fitch-მა აღნიშნა, რომ რუსეთში საქმიანობას აჩერებდა, დღეს კი კომპანიამ დამატებით განმარტა, რომ ისინი აღარ მოახდენენ რუსული კომპანიების საკრედიტო შეფასებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები