Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა.
21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე Fitch ელოდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.
საგულისხმოა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა.
"პროდუქტიულობის ძლიერი ზრდა და ზრდის მამოძრავებელი სექტორების იმპორტის ინტენსივობის შემცირება, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და ტრანსპორტი, ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივებს (ხელისუფლების მიერ შეფასებულია 5%-5.5%-ით)",- წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პროგნოზებზე დადებითად აისახება უძრავი ქონების სექტორში მოსალოდნელი მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სხვა მსხვილი კაპიტალური ხარჯების პროექტები.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გაზარდა
"საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია" - რა წერია Fitch-ის უახლეს ანგარიშში?




























