მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” პერსპექტივა "პოზიტიურით" შეცვალა

63d4d3de9bbda
მარიამ ვარადაშვილი
28.01.23 11:55
1336
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” პერსპექტივა “პოზიტიურით” შეცვალა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.

პერსპექტივის გაუმჯობესებაში სხვადასხვა ფაქტორმა ითამაშა როლი, მათ შორის პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა:

• მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება;
• ფისკალური დეფიციტის კლება;
• საერთაშორისო რეზერვების შევსება.

ეს თავის მხრივ, აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია. ორგანიზაცია ასევე უთითებს, რომ გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირდება.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.

როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს:

• ეკონომიკური მმართველობის მაღალ ხარისხს;
• სტაბილურ, სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას.

სუსტ მხარეებად კვლავ რჩება საგარეო მოწყვლადობები, თუმცა ეს რისკები წლიდან წლამდე მცირდება, რაც იყო რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა.

მნიშვნელოვანია, რომ ნარჩუნდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი, რაც მომავალშიც დაეხმარება საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები