საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა “თიბისი ბანკი უზბეკეთის” რეიტინგი სტაბილური, ‘BB-’ გამოაცხადა, რომელიც უზბეკეთის სუვერენული რეიტინგის შესაბამისია. ამის შესახებ TBC Bank Group აცხადებს.
„ეს არის ისტორიული ეტაპი TBC ბანკ უზბეკეთისთვის, რაც ხაზს უსვამს ჩვენს გამორჩეულ შედეგებს. Fitch-ის რეიტინგი მოწმობს ჩვენს ზრდას, ძლიერ ბალანსს და ერთგულებას საუკეთესო ფინტექ ეკოსისტემის შექმნის კუთხით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებმაც მიაღწიეს საკრედიტო რეიტინგს BB- უზბეკეთში, რაც იმავე დონეზეა, როგორც ამჟამინდელი სუვერენული რეიტინგი“, - განაცხადა უზბეკეთში თიბისი ჯგუფის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა.
„თიბისი ბანკმა უზბეკეთმა მოგებიანობას გაშვებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიაღწია, რაც რეკორდული დროა მოგებაზე გასასვლელად გლობალურ ციფრულ ბანკებს შორის. ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ციფრულ საბანკო ბიზნესს და უზბეკეთის მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ციფრული ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს ვიწყებთ“, - აღნიშნა თიბისი ჯგუფის საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა, ოლივერ ჰიუზმა.
ცნობისთვის, თიბისი ბანკმა უზბეკეთში ოპერირება დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო. 2024 წლის პირველ კვარტალში TBC UZ-ში გაცემული სესხების მოცულობა 127%-ით, დეპოზიტები კი თითქმის 76%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიამ უზბეკეთის მასშტაბით 18.4 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წლიურად თითქმის 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი ამ წარმატებული მაჩვენებლების სამ მიზეზს ასახელებს.