მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flygasa.ge – 13-წლიანი გამოცდილება და განვითარების სტრატეგია

Flygasa.ge

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ტურიზმია, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქვეყნის იმიჯზე და ცნობადობის ზრდაზე მუშაობს, ქვეყნის შიგნით კი შემოსავლებს ზრდის. 2022 წლის მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს 7.1%-იანი წილი ეკავა და ეს მაჩვენებელი პანდემიურ 2021 წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით იყო გაზრდილი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა სულ უფრო მეტად უახლოვდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. გლობალურად ტურიზმის სტატისტიკური მაჩვენებლებისა ზრდისა და აღდგენის დინამიკის პირობებში კი მოგზაურთა მოთხოვნები ვითარდება. პანდემიის შემდეგ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები, უპირატესობას ტურისტული პროდუქტების ციფრული არხებით მიღებას ანიჭებენ. საქართველოშიც დღეს დიდი, საშუალო თუ მცირე ტურისტული კომპანიები მუდმივად ხარისხიანი, საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე მუშაობენ. ციფრული სერვისები კი ერთ-ერთია პრიორიტეტული მოთხოვნებიდან, რომელიც ტურისტებს აქვთ.

ქართული ტურისტული კომპანიებიც ტურიზმში დღეს არსებულ ტენდენციებს პასუხობენ. ერთ-ერთი ასეთი 13-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“, იგივე GASA არის. მათი ძირითადი საქმიანობა თავდაპირველად ავიაბილეთების რეალიზება იყო, რისთვისაც კომპანია წლების განმავლობაში და ახლაც საერთაშორისო ავიაკომპანიების Pegasus-ის, Air Arabia-, Fly Arna- ოფიციალური წარმომადგენლად რჩება. ტურისტული ოპერატორის მიმდინარე წლის შედეგები ასეთია: წლის პირველ 9 თვეში კომპანია, დაახლოებით, 40 000 მომხმარებელს მოემსახურა, ჯამში ბრუნვამ კი 30 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა ეს შედეგები მხოლოდ ავიაბილეთების გაყიდვით არ დამდგარა, რადგან GASA განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესშია და ავიაბილეთების გაყიდვასთან ერთად მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებით ტურისტულ პაკეტებს და პროდუქტის რეალიზების შემდგომ მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში სთავაზობს. სიახლეებისა და პროდუქტების ნახვა კი კომპანიის განახლებულ ვებგვერდზე - Flygasa.ge-ზეა შესაძლებელი.

კომპანიის სიახლეებსა და განვითარების სტრატეგიაზე GASA- დირექტორი ირაკლი ჯაბნიაშვილი BM.GE-სთან საუბრობს. Iინტერვიუს დასაწყისში ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ GASA ერთადერთი ტურისტული ოპერატორია, რომელიც სულ ახლახან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

- ირაკლი, პირველ რიგში გილოცავთ კომპანიის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნას, რადგან გიორგი შენგელიამ, რომელიც 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში მართავდა GASA-ს, სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა, მისი ადგილი კი თქვენ დაიკავეთ. ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსიშეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფილს იცვლის და მომსახურების არეალს აფართოებს, ამისთვის შეიქმნა ახალი ვებგვერდი - Flygasa.ge. რას გულისხმობს სიახლეები და რატომ მიხვედით ამ გადაწყვეტამდე?

როგორც აღნიშნეთ, კომპანიას ოპერირების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რამაც მმართველ გუნდში ახალი ვებგვერდის შექმნის გადაწყვეტილება მიგვაღებინა. ვებგვერდი Flygasa.ge ჩვენს მომხმარებელს სხვადასხვა სახის ტურისტულ პროდუქტებსა და სრულს სერვისს შესთავაზებს. ეს გვაძლევს საშუალებას მოგზაურობის მსურველებს ჩვენი აქტიური კომუნიკაციით და სრულფასოვანი კონსულტაციით სწორი მიმართულება მივცეთ.

რაც შეეხება სიახლეებს, ვებგვერდზე დღეისთვის, მხოლოდ ბილეთების შეძენაა შესაძლებელი. ამასთან, ვმუშაობთ ახალ ვებგვერდზე, სადაც ჩვენი ვიზიტორები ტურ-პაკეტების შეძენასაც შეძლებენ. თითოეულ ვებგვერდს ერთი მოტივი ექნება - მომხმარებელს ჩვენს სივრცეში სერვისის მიღების გამოცდილება მაქსიმალურად გაუმარტივოს. სიახლეებზე მუშაობა ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთი სიახლე, რაც იგეგმება - ლოგისტიკის გვერდის დამატებაა, სადაც მოგზაურობის მსურველები სფეროსთან დაკავშირებულ სიახლეებს მიიღებენ. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს სასურველი მიმართულებით ტურების დაჯავშნამდე თუ დაჯავშნის შემდეგ, ამ დანიშნულების ადგილის შესახებ საინტერესო ინფორმაცია ბევრად ადრე მიიღონ. ასევე, მალე მომხმარებელს ბილეთის ყიდვის დროს სამოგზაურო დაზღვევას, გადახდის სხვადასხვა საშუალებებს და განვადებასაც შევთავაზებთ... იქნება ბარგის დაზღვევაც, გვინდა მომხმარებელს იმ სერვისების მარტივად შეძენა შეეძლოთ, რომელიც მოგზაურობისასჭირდებათ.

- რა არის დღეს Flygasa.ge- მთავარი უპირატესობა?

პირველ რიგში ეს გამოცდილებაა, რომელიც წლებთან ერთად მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად დაგვიგროვდა. ეს გვაძლიერებს.

მეორე, რაც ასევე გამოცდილებიდან მოდის, გაყიდვების შემდგომი ძლიერი სერვისია.

დღეს ვებგვერდზე ავიაბილეთები და ტურისტული პაკეტები იყიდება და ეს გვერდი იმითაა გამორჩეული, რომ მომხმარებელს საიტის დატოვება და სხვა საიტზე გადამისამართება არ უწევს. ჩვენს ვებგვერდზე ძლიერი ქოლ-ცენტრი გხვდებათ, რომლებიც კომპეტენტურ და სრულყოფილ პასუხს გცემენ თქვენთვის სასურველ საკითხზე იქნება ეს კონსულტაცია თუ დამატებითი მომსახურების გაწევის საკითხები.

- როგორც ვიცი, საქართველოში GASA- ათობით ფილიალი ოპერირებს, თუმცა თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ კომპანიისთვის სერვისების გაციფრულება მნიშვნელოვანია...

დიახ, ფიზიკური ფილიალები ამ დრომდე ოპერირებს და დაინტერესებულ პირებს ონლაინის გარდა მომსახურების მიღება ფილიალებშიც შეუძლიათ. ამასთან, ჩვენი ძლიერი ქოლ-ცენტრი, რომელიც სერვისს 24/7-ზე აწვდის და ძლიერი სოციალური მედიის ჯგუფი ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

თუმცა მომხმარებლის ქცევა იცვლება და ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურდება ონლაინ სერვისების მიღების მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, გავაკეთეთ საიტი flygasa.com ან flygasa.ge. ჩვენი გათვლებით, სერვისების გაციფრულება მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის და ამ პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენი ბრუნვა და მომხმარებელთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა იმის თქმა - რამდენით, ამ ეტაპზე გამიჭირდება.

- ბიზნესის განვითარება და ფინანსების საჭიროება განუყოფელი მოცემულობაა. GASA- განვითარების შემთხვევაში - რა თანხებს უკავშირდება ახალი ვებგვერდების ჩაშვება?

ვებგვერდის შესაქმნელად დაახლოებით 0.5 მლნ ლარის ინვესტიცია დაგვჭირდა, რადგან განახლებული გვერდი კომპლექსურია. ეს თანხა სრულად ჩვენი რესურსია. თუმცა ფინანსურთან ერთად განვითარება წარმოუდგენელია ადამიანური რესურსის გარეშე. დღეს კომპანია 130 ადამიანს აერთიანებს. უშუალოდ ვებგვერდის შექმნაზე კი 20 ადამიანი მუშაობს. ვფიქრობთ, 1 წელიწადში GASA- მომხმარებლის წინაშე იმ სახით წარდგება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.

- წარმატებებს გისურვებთ ამ პროცესში, თუმცა ოპერირება და განვითარება პარტნიორების გარეშეც რთულად წარმოსადგენია. რამდენ კომპანიასთან თანამშრომლობთ დღეს და განვითარების პროცესში როგორ გაიზრდება პარტნიორების რაოდენობა?

დღეს სხვადასხვა ტიპის პარტნიორი გვყავს. საქართველოში არსებული 350 ტურისტული სააგენტოდან 200 ჩვენი პარტნიორია.

თუმცა ზრდა - განვითარების პროცესში, ამავე დროს ჩვენი მიზნების განხორციელებისკენ სწრაფვის გზაზე, კომპანიების მომწოდებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამგვარად, ჩვენი მომწოდებლების არეალს კიდევ უფრო გავაფართოებთ, რაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ.

- მკითხველისთვის და ჩვენთვისაც ცხადი რომ იყოს მომხმარებლის რომელ სეგმენტზე აკეთებს აქცენტს GASA და შესაბამისად, როგორია საფასო პოლიტიკა?

მოგეხსენებათ, მოგზაურობა მრავალმხრივი შეიძლება იყოს, ამიტომ ვცდილობთ ჩვენს პროდუქტებში ყველა სეგმენტის მომხმარებლის სურვილები და დაკვეთები გავითვალისწინოთ. არსებობს ტურები, რომელიც შედარებით დაბალშემოსავლიან მომხმარებელზეა მორგებული, ამასთან გვაქვს Luxury - ტურების ორგანიზების გამოცდილება და პროდუქტები. სერვისის ყველა მიმართულებით დივერსიფიცირება მეტი მომხმარებლის მოცვას უზრუნველყოფს, რასაც შემოსავალი და უკვე შემდგომ კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლამდე მივყავართ. ამიტომ ტურების შედგენისას ადამიანების მოთხოვნების გათვალისწინება ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

- რადგან მომხმარებლის სურვილებს შეეხეთ, როგორ შეიცვალა მოგზაურობის ტენდენცია და მოთხოვნები... ხომ არ გამოიკვეთა უფრო მეტად მიმართულებები ან კონკრეტული ტურიზმის სახეობები, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს? რას აჩვენებს GASA- გამოცდილება?

გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეინიშნება. პანდემიის დასრულებას მოგზაურობის მოყვარულთა გააქტიურება მოჰყვა. შეიცვალა ტენდენციებიც. თუ ადრე უფრო მეტი მოთხოვნა ჯგუფურ ტურებზე მოდიოდა, ახლა უფრო მეტი ინდივიდუალური ტური დგება და ადამიანებმა უფრო დამოუკიდებლად დაიწყეს მოგზაურობა. ამასთან, ის მიმართულებები, რაც პანდემიამდე პოპულარული იყო, ისევ პოპულარულია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი მომხმარებელი თითქმის ყოველთვის სხვადასხვა ტიპის გამოცდილების მიღებას ცდილობს, რაც ახალი მიმართულებები აღმოჩენას უკავშირდება. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ტურისტული პაკეტები ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება.

- და ბოლოს, ბილეთები და ტურები - დღეს, რა მიმართულების ტურისტული პროდუქტების შეძენა შეუძლია მოგზაურობის მსურველს GASA-ში?

ტურების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებით ტურებს - დუბაიში, თურქეთში, საამიროებში, საბერძნეთში, ასევე ინდოეთში, ტაილანდსა და სხვა ქვეყნებში ვთავაზობთ. ასევე ისეთი ტურები გვაქვს, რომელი დიდად ხელმისაწვდომი პოპულარული არ არის... რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალურ წინადადებებსაც განვიხილავთ და ვცდილობთ, მომხმარებლის სურვილი ჩვენს სერვისში გათვალისწინებული იყოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ GASA-ში მთავარი პროდუქტის გაყიდვა არ არის, ჩვენთვის პრიორიტეტული მომხმარებელია, რომელიც გაყიდვების შემდეგ სრულ სერვისს ჩვენი ქოლ-ცენტრისა და ონლაინ კონსულტანტების საშუალებით 24 საათის განმავლობაში იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები