მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფონ დერ ლაიენი: EU-მ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხა უკრაინას გრძელვადიანი სესხის სახით უნდა გადასცეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხა უკრაინას გრძელვადიანი სესხის სახით უნდა გადასცეს.

როგორც ფონ დერ ლაიენი რეპარაციის სქემასთან დაკავშირებით ამბობს, რუსული აქტივების ძირი ხელუხლებელი უნდა დარჩეს, თუმცა გენერირებული სარგებელი პირდაპირ შეიძლება იქნეს უკრაინისთვის გადაცემული.

ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 300 მილიარდი დოლარის აქტივებია გაყინული, რომელთან წვდომა მოსკოვს არ აქვს.

მართალია, G7-მა უკრაინას უკვე გადასცა $50 მილიარდის მოცულობის სესხი ამ აქტივებიდან, რომლის გაქვითვა აქტივების მიერ გენერირებული სარგებლით მოხდება, ანუ ის ფაქტობრივად გრანტი იქნება, თუმცა ეს ცალკეული შემთხვევა იყო და დასავლურ სახელმწიფოებს რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საერთო ხედვა ჯერაც არ აქვთ, რაც, ფონ დერ ლაიენის შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს და ის მალევე უნდა იქნეს მოგვარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები