მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ბრიტანეთში სუპერმარკეტების დახლები დაცარიელდა

6165d9f778a02
მარიამ ადამია
13.10.21 00:10
4375
დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტების დახლები ცარიელია. ამის შესახებ რუსული Forbes-ი წერს. გამოცემის ცნობით, მიწოდების კრიზისის ფონზე ყოველმა მესამე ბრიტანელმა საშობაო საქონლის მომარაგება დროზე ადრე დაიწყო. შედეგად სუპერმარკეტებში ხილი და გაყინული პროდუქტი აღარ არის დარჩენილი.

დაცარიელებულია ცომეულისა და პურის თაროებიც. ჟურნალ The Grocer–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ ბრიტანელების ორი მესამედი "წუხს" ან "ძალიან წუხს", რომ საჭმლისა და სასმლის დეფიციტის მხრივ მდგომარეობა საშობაო დღესასწაულის წინ გაუარესდება. ასობით ათასმა ბრიტანელმა კი წინასწარ შეუკვეთა და დაჯავშნა სურსათი, სადღესასწაულო სუფრისთვის, იმისათვის რომ 25 დეკემბერს შობას მომზადებულები შეხვდნენ.

როგორც წესი დიდ ბრიტანეთში, სასურსათო პროდუქციის შეძენას ადგილობრივები ნოემბერში იწყებენ, წელს კი ოქტომბრის დასაწყისია და უკვე ცარიელია დახლები. თავის მხრივ სუპერმარკეტის წარმომადგენლები აორმაგებენ შეკვეთებს, განსაკუთრებით ინდაურის ხორცზე და ყველა იმ აუცილებელ პროდუქტზე, რაც საშობაოდ სჭირდება მოსახლეობას იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ მიწოდების კრიზისსა და აჟიოტაჟს.

როგორც Forbes-ი წერს, ეს კრიზისი მიწოდების გლობალურ ჯაჭვში არსებულმა შეფერხებამ და ბრიტანეთში სატვირთო მანქანების მძღოლების სიმცირემ გამოიწვია. ამიტომაც ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები საშობაოდ გეგმავენ ჯარისკაცების სატვირთო მანქანების მძღოლებად გაწვევას, რათა თავიდან აიცილონ საკვების დეფიციტი.

სექტემბერში, ბრიტანელები მსგავს კრიზისში აღმოჩნდნენ საწვავის გამო და მძღოლები საათობით იდგნენ რიგში ავზების შესავსებად, ხოლო ბენზინგასამართი სადგურები იძულებული გახდნენ დახურულიყვნენ მარაგის უქონლობის გამო. მღელვარება დაიწყო იმის გამო, რომ საწვავის ზოგიერთმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი ვერ უმკლავდებიან ბენზინისა და დიზელის ტერმინალებიდან ბენზინგასამართ სადგურებზე დროულ მიწოდებას - აქაც პრობლემა იყო სატვირთო მანქანების არასაკმარისი მძღოლები.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები