მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Foreign Policy-მა საქართველო COVID-19-თან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნად დაასახელა

5e86dedc410db
ნათია თაქთაქიშვილი
03.04.20 11:03
1659
ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც იმ ქვეყნებზე საუბრობს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს.

„ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოს და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია“, - წერს Foreign Policy.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზოგიერთი ქვეყნის წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.

"თავის პოდკასტში Foreign Policy-ის ჟურნალისტმა ემი მაკკინონმა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება გამოყო. მიუხედავად მცირე ზომისა და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება დაიწყო თებერვლის ბოლოს, მათ შორის დაიხურა სკოლები და დიაგნოსტიკური ტესტები ჩატარდა. აქამდე საქართველოში არცერთი გარდაცვლილი არ არის“, - აღნიშნავს ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი.

როგორც გამოცემა წერს, ყველა წარმატებულ ქვეყანას კორონავრიუსთან ბრძოლაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად დროულად მიღებული საპასუხო ზომები აერთიანებთ, როგორიც არის პაციენტების დროული ტესტირება, მასობრივი შეკრებების აკრძალვა და სოციალური დისტანცირება.

3 აპრილის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,016,558 შეადგინა, გარდაიცვალა 53,241 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 213,151 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები