მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა“ - გრიგორი კარასინი

641017e8b2f33
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.23 10:54
677
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა. იქ ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგებში გაერთიანდეს. კითხვაა - ეყოფა თუ არა თბილისს ხასიათი თავისი ქმედებების ხაზი თავად განსაზღვროს?“ - დაწერა კარასინმა Telegram-ის პირად არხზე.

გრიგორი კარასინის განცხადებამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში ამერიკის „ხილული ხელი“ შენიშნა და იმაზე მიანიშნა, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის მოსახლეობას აშშ-დან მიმართავდა.

აღსანიშნია, რომ თებერვალში სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკული შეფასება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და განაცხადა, „მადლობა ღმერს, რომ ის ქვეყნის განვითარების გზას არ განსაზღვრავდა“.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი აშშ-დან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები