მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტში ტალღმჭერი მოლოს რეაბილიტაცია დასრულდა - ინვესტიცია $25 მლნ

649fd39ecb5de
სალომე ხიდურელი
01.07.23 13:00
1191
„APM ტერმინალსი“ განაგრძობს ინვესტირებას ფოთის საზღვაო ნავსადგურში, სადაც, პირველ ეტაპზე განხორციელდა 150 წლის, დაახლოებით 1 900 მეტრის ტალღმჭერი მოლოს რეაბილიტაცია, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში „APM ტერმინალ ფოთის“ კომერციული ურთიერთობების დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი საუბრობს.

ინფორმაციისთვის, ტალღმჭერი მოლო ჰიდროტექნიკური ნაგებობაა, რომელიც სადგურის აკვატორიაში საზღვაო ხომალდების უსაფრთხო მანევრირებას უზრუნველყოფს.

„შესაბამისად, განხორციელდა $25 მლნ-ის ინვესტიცია, რომელიც ბელგიურმა კომპანიამ განახორციელა, თუმცა უშუალოდ ბლოკები, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში იყო გამოყენებული, საქართველოშია დამზადებული“, - აღნიშნავს ზვიად ჩხარტიშვილი.

„APM ტერმინალმა“ ფოთის ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი BMG-ს ეთერში საუბრობს, ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული.

„მოლოს რეკონსტრუქცია ინვესტიციის საწყისი ეტაპია. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ვართ გადასული და შემდეგ ეტაპზე განხორციელდება ახალი ტალღმჭრელი მოლოს მშენებლობა, ჩრდილოეთით, ახალი ნავსადგურის განვითარების არეალში. იქნება უკვე ღრმაწყლოვანი პორტისთვის განკუთვნილი მოლო, რომლის ბაზაც იქნება საკონტეინერო ტერმინალი და ასევე ნაყარი ტვირთების ტერმინალი. მისი მშენებლობა უახლოეს სამ წელიწადში უნდა დასრულდეს, დამოკიდებულია ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღზე, რასაც, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ“, - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.

ცნობისთვის, ტალღმჭერი მოლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დაიწყო და 2 წელი გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები