მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში რესტორან „თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-მა დარღვევები გამოავლინა

თევზის სახლი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფოთში მდებარე რესტორან „თევზის სახლში“ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას ობიექტზე დაფიქსირდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი და მიკვლევადობის მოთხოვნები.

ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. გამოვლენილი დარღვევების გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, რესტორანი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე რესტორანია ფოთში, ბოლო დღეების განმავლობაში, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობა დაუდგინდა. უფრო კონკრეტულად, გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში მდებარე რესტორანს, „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და ბიზნესოპერატორი დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს „ჯარგვალი 2026“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები