მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში შუქი ხშირად ითიშება, ვერ ვმუშაობთ - COSCO Shipping-ის დირექტორი

63c6b9478236f
გიგა ბენია
18.01.23 11:18
749
„ფოთში შუქი ხშირად ითიშება, რაც სამუშაო პროცესს გვიფერხებს“, - ამის შესახებ bm.ge-ს COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა, გივი ჩაჩანიძემ განუცხადა. გადამზიდავი კომპანიის დირექტორის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგია დღეში 4-5-საათით ითიშება.

„21-ე საუკუნეა და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კვირაში 5-ჯერ ელექტროენერგია გაითიშოს. დენი ზაფხულშიც ითიშება, თუმცა ზამთარში უფრო პრობლემურია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 4-5 საათი გათიშულა, ზოგჯერ კვირაში 5-ჯერ ითიშება. თანამშრომლები ფოთიდან მწერენ ხოლმე, შუქი ჩაქრა და ვერ ვმუშაობთო. რთულია, უცხოელ კოლეგებს ვერ ვეტყვი, ჩემი თანამშრომლები იმიტომ არ გპასუხობენ, რომ ელექტროენერგია არ გვაქვსო“,-აცხადებს გივი ჩაჩანიძე.

გარდა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვისა, ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ გადამზიდავი კომპანიები სხვა სახის პრობლემებსაც აწყდებიან, მათ შორის, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. გამოწვევაა კადრების დეფიციტიც.

bm.ge საკითხზე უკვე ესაუბრა კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები