ფრანგი დეპუტატი და მილიარდერი ოლივიე დასო ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. როგორც BBC წერს, უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როცა მილიარდერი ნორმანდიაში, დასასვენებელ სახლში მიემგზავრებოდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, გარდაცვლილია პილოტიც. არსებული ცნობით, ბორტზე სხვა პირი არ ყოფილა.
ოლივე დასო ფრანგი მილიარდერის სერჟ დასოს შვილია, რომლის კომპანიაც საომარ თვითმფრინავებს აწარმოებს; ის, ასევე, გაზეთ Le Figaro-ს ფლობს. მილიარდერი 2002 წელს აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში.
Forbes-ის თანახმად, ოლივიე დასო მსოფლიოში 361-ე უმდიდრეს ადამიანად ითვლება და მისი შემოსავალი 7.3 მილიარდ დოლარს უტოლდება.