გაბრაზებული ფრანგი ფერმერები პარიზში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე შეიჭრნენ - ამ სათაურით აქვეყნებს მასალებს საერთაშორისო მედია.
ფერმერები პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დაგეგმილი მისვლის წინ შეიჭრნენ და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.
მომხდარის შემდეგ გამოფენაზე მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგ ფერმერთა გაერთიანების ლიდერებთან შეხვედრა გამართა.
„მე ამას ვამბობ ყველა ფერმერის გასაგონად: თქვენ არ ეხმარებით არცერთ თქვენს კოლეგას სტენდების დამტვრევით”, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს პროფკავშირების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამ კვირაში ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლებსა და სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებს ელისეს სასახლეში მიიწვევს.
ცნობისთვის, ფრანგი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებაც.