მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული Renault რუსეთში ავტომობილების წარმოებას აღადგენს

6239b4dcabae2
გიორგი თოლორდავა
22.03.22 15:52
2294
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ფრანგული ავტომწარმოებელი Renault მოსკოვში წარმოების პროცესის აღდგენას გეგმავს.

Renault-მა მოსკოვის ქარხანაში ავტომობილების წარმოება გასულ თვის ბოლოს შეაჩერა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით და ლოგისტიკური პრობლემების გაჩენით იყო გამოწვეული.

The Guardian-ის ინფორმაციით, Renault-ის გადაწყვეტილებას წარმოების აღდგენის შესახებ, მხარს უჭერს საფრანგეთის მთავრობაც, რომელიც კომპანიის უდიდესი წილის მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ Renault 2016 წლიდან რუსული ავტომწარმოებლის Avtovaz-ის წილის 2/3-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 40 000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. 2021 წელს Avtovaz-მა 350 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რისი წყალობითაც კომპანია Renault-მა 186 მილიონი ევროს მოგება მიიღო.

Renault-ისგან განსხვავებით, რუსეთში ექსპორტს და წარმოებას ზღუდავენ შემდეგი მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები:  Mercedes-Benz, BMW, Toyota, Volkswagen, General Motors, Audi, Jaguar, Land-Rover, Chevrolet, Mitsubishi, Volvo, Buick და Cadillac.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები