მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ფრანგული TotalEnergies წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს

გიორგი თოლორდავა

23.03.22 19:20 727 ნახვა

უმსხვილესი ფრანგული ენერგოკომპანია TotalEnergies წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციისგან ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების შეძენას შეწყვეტს. გარდა ამისა, კომპანია რუსეთში საინვესტიციო პროექტებს შეაჩერებს და ოპერაციებსაც ეტაპობრივად შეამცირებს. 

კომპანიის განმარტებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, TotalEnergies-ის მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – აღარ გახანგრძლივდეს რუსეთთან გაფორმებული კონტრაქტები და 2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის შეძენა სრულად შეწყდეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია არ გეგმავს რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენის შეწყვეტას, რაც ლოგისტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. TotalEnergies-ის შეფასებით, რუსულ გაზზე უარის თქმა მნიშვნელოვნად გაართულებს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ევროპის ბუნებრივი აირით სათანადოდ მომარაგებას.

რაც შეეხება რუსული ნავთობის ჩანაცვლების საკითხს, კომპანია დიზელის ტიპის საწვავის და სხვა ნავთობპროდუქტების ყიდვას საუდის არაბეთისგან გეგმავს.

საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები