მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში იმპორტს, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს - სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში იმპორტს, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს.

მისივე თქმით, ცვლილებებმა გარდა სხვა მნიშვნელოვანი მანკიერებებისა, წამლებზე არარეალურად დიდი ფასნამატიც გამოავლინა.

“იყო მავნე პრაქტიკა და კომერციული ინტერესი, რომ რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო მოხმარება და დამოკიდებულება. რაც სისტემა ამ წნეხისგან განთავისუფლდა გვაქვს ძალიან საინტერესო მოცემულობა, ერთის მხრივ, ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, აქტიური კონტროლი. ჩვენ განვახორციელეთ შემოწმებების რამდენიმე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს ამ რეცეპტების გამოწერის უფლება და ვისაც აქვს მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა. კონტროლის ფაზების დროს, გამოვლინდა ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის, მაგალითად ზედმეტად, არარელევანტურად დანიშნული რაოდენობა და დოზები. ამას, რა თქმა უნდა მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად ფიზიკურად, პაციენტის მისვლის გარეშე ხდებოდა მედიკამენტის გამოწერა და სხვა. ყველა ამ პრაქტიკას მოსდევს შესაბამისი რეაგირება. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდო რომ მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობა ამას სახელმწიფო - ეს არის სფერო, სადაც გამართლებულია იყოს უმკაცრესი კონტროლი”, - განაცხადა სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები