მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფუჭი ხარჯვაა, მხარს ვერ დავუჭერ - რაქვიაშვილი მთავრობის ხელფასების ზრდაზე

რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ 2025 წლიდან უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა „ფუჭი ხარჯვა“ იქნება.

როგორც რაქვიაშვილმა BMG-ს "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, კანონში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან არსებულ სისტემაში ანაზღაურების მსგავსი ზრდა გაუმართლებელია.

„ბუნებრივია, მხარს ვერ დავუჭერ. როდესაც ადამიანებს შვილი ჩარტერებით დაჰყავთ, კიდევ მაღალი ხელფასი უხადო, უცნაურად გამოიყურება. ზოგადად, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ მაღალი თანამდებობის პირი, ღარიბი არ უნდა იყოს. 1,000 ლარი ადამიანისთვის, რომელიც მილიარდობით ბიუჯეტს განკარგავს, არასერიოზულად გამოიყურება, თუმცა მეორე საკითხია, რომ ისინი თანამდებობაზე არ არიან თავისი დამსახურებით, არც რაღაც კარგს აკეთებენ და არც იმისი ილუზია გვაქვს, რომ მართლა ხელფასზე ცხოვრობენ. ამიტომ აღვიქვამ, რომ ეს ფუჭი ხარჯვაა",- ამბობს დეპუტატი.

ცნობისთვის, "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებების მნიშვნელოვან მატებას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, 2025 წლიდან პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი თვეში 13,300 ლარი, ანუ წელიწადში 159,600 ლარი იქნება. მინისტრის ხელფასი - 11,305 ლარი, ანუ წელიწადში 135,660 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები