მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილების რომელი სისტემით რიცხავენ ყველაზე მეტ თანხას?

62a9fbf5d0df4
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.22 22:50
1227
მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 505.7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია. გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ძირითადად, არა რუსეთში დასაქმებული ქართველების გზავნილებს, არამედ საქართველოში ემიგრირებული რუსების გზავნილებს წარმოადგენს. რუსული გზავნილები 889%-ით არის მომატებული. მეორე ადგილზეა იტალია 36.8 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ - 27.8 მილიონით.

ამ ზრდის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის #1 ადგილზეა რუსული Zolotaya Korona, რომლითაც $208 მილიონი გადმორიცხეს. სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:

1) Zolotaya Korona - $208 მილიონი, მატება წინა წელთან 533%;
2) Contact - $78 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 479%;
3) Unistream - $62.4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 447%;
4) RIA - $47.4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 22%;
5) Western Union - $37.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 21%;
6) Intel Express - $31.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 24%;
7) Money Gram - $30.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 19%;
8) Rico Gram - $10.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 21%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები