მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Future Laboratory აპრილში ცენტრალური აზიის ვენჩურულ სამიტს გამართავს

ირაკლი ქარქაშაძე

25–26 აპრილს Future Laboratory უკვე მეორედ, ცენტრალური აზიის ვენჩურულ სამიტს ატარებს, სადაც საქართველოში 30–ზე მეტი ვენჩურული ფონდი ჩამოვა. ვენჩურული ფონდების მნიშვნელობასა და სამიტის გამართვის შესაძლებლობაზე Future Laboratory-ს დამფუძნებელმა და GITA-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ქაშიბაძის თქმით, ახლა რეგიონში ძალიან კარგი გარემოა, რადგან ევროპაში ვენჩურული ფონდების რეგისტრაცია გართულდა, ხოლო ამერიკაში ეს პროცესი ძვირადღირებულია. Future Laboratory-ს დამფუძნებელს და GITA-ს ყოფილ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველომ შესაძლოა ისარგებლოს ამ მოცემულობით: „რეგიონალური ლიდერის ნიშა შეგვიძლია დავიჭიროთ“.

- ახალი ჰაბის იდეა იკვეთება ...

- ჰაბს არ დავარქმევ იმიტომ, რომ ყველაფრის ჰაბი ვართ უკვე.

- მივხვდი, რომ არ დაარქვით ...

- თურქეთის რამდენიმე ფონდმა გამოთქვა ინტერესი, როდესაც მოვუყევი, რომ სებ–ს კარგი პირობები აქვს ჩვენთან რეგისტრაციისთვის. ახლა აქვთ ჰოლანდიაში დარეგისტრირებული და აპირებენ საქართველოში გადმოიტანონ. ეს კარგი შესაძლებლობაა.

-რა არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

-ჩვენ გვაქვს UC Berkley-სთან ურთიერთობა – ეს ერთ–ერთი კომპონენტია, რომელსაც ვრთავთ ჩვენი ფონდის და სააქსელერაციო პროგრამის მუშაობის პროცესში, რომელსაც შევთავაზებთ სტარტაპებს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მათ შევთავაზებთ, ამერიკის ბაზრისთვის შექმნან პროდუქტი და თავისი იდეით პირდაპირ ამერიკის ბაზარზე გასასვლელად მუშაობა დაიწყონ. ეს ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი უკუგება იქნება. ასეთ ინსტიტუციებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისინი გაძლევენ კონტაქტების, მეცნიერებთან წვდომის მწვანე შუქს, რაც ჩვენთან ჯერ–ჯერობით რთულია. ნობელის პრემიის 107 ლაურეატი ჰყავს UC Berkley-ის და მსოფლიოში ნომერ მეორეა მეწარმეობის სწავლების თვალსაზრისით, სტენფორდის შემდეგ. ამ ტიპის კავშირების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ამ ყველაფერს ჩვენი თანხებით ვაკეთებთ და თუ მეტი თანხა იქნება, რომ ასეთი ინსტიტუციები ჩავრთოთ, ასეთი ვენჩურული ფონდები შემოვიერთოთ – განვითარების ტემპიც დაჩქარდება. 25–26 აპრილს ვატარებთ, უკვე მეორედ, ცენტრალური აზიის ვენჩურულ სამიტს, სადაც 30–ზე მეტი ვენჩურული ფონდი ჩამოვა საქართველოში.

- "ბიემჯი"–ც გააშუქებს, დარწმუნებული ვარ – ძალიან საინტერესო ანონსი მოვისმინეთ #ანალიტიკა–ს ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები