მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაწყვეტილება მიღებულია“ - კახა შენგელია 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე

კავსაკსიის უნივერსიტეტი

„ბიზნესს მიმართულებებზე 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამებზე გადასვლის გადაწყვეტილება მიღებულია“, - ამის შესახებ bmg-თან „კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტმა და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელმა კახა შენგელიამ განაცხადა.

კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ახალი აკადემიური წლიდან რიგ უნივერსიტეტებში სწავლის ხანგრძლივობა 1 წლით შემცირდება.

„ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც დავიწყეთ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები რიგ მიმართულებებზე. დღეს უკვე გვაქვს ეს ვადა ბიზნესში, IT-სა და ტურიზმში. როგორც ჩანს, ეს მაგალითი დადებითი იმპულსი გახდა. გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ, რომ ეს მოხდეს პირველ რიგში ბიზნესს მიმართულებებში და შემდეგ უკვე ამას დაემატება დიდი ალბათობით ტურიზმი.

ყველა პროგრამაზე ეს ვერ გავრცელდება, მაგრამ ბიზნეს სკოლის გადასვლა კონკურენციას გაზრდის. გვექნება საშუალება, მოვიზიდოთ უცხოელი სტუდენტები ტურიზმის და სხვა მიმართულებებიდან, რადგან ბევრი ევროპის უნივერსიტეტი უკვე 3-წლიან განათლებაზე არის გადასული.

ვადის შემცირება მაგისტრატურაზეც იგეგმება, თუმცა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კარგი იქნება 1 ან 1,5 წლიანი რომ გახდეს, ესეც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა კახა შენგელიამ.

თემაზე bm.ge საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

სამინისტროს მიერ 23 იანვარს გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში კი ნათქვამია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები განიხილეს და საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტებისთვის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების განხორციელების უფლების მინიჭება, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი დასაფინანსებელი სტუდენტების კვოტის ზრდა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება და Horizon-Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების საქმიანობა; ასევე განხილულ იქნა რექტორთა მხრიდან დასმული სხვადასხვა აქტუალური თემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები