მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაზიდვები დროში ჭიანურდება - კომპანიები შეფერხებებზე საუბრობენ

62d0256a0bc3b
ნინო ტაბატაძე
15.07.22 09:45
1104
სატვირთო გადაზიდვების ზრდის ფონზე გადამზიდავი კომპანიები შეფერხებზე საუბრობენ.

“ძირითადი პრობლემა არის მეზობელი ქვეყნების მებაჟეების მხრიდან. როგორც ვხვდებით, გაფორმების რაოდენობაზე ლიმიტები აქვთ“, - ამის შესახებ „კაიროს ლოგისტიკის“ დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

ნამადოვი აღნიშნავს, რომ თუ რეისები გეგმაზომიერად არ სრულდება, ეს სატრანსპორტო საშუალებების ვაკუუმს ქმნის, რაც თავის მხრივ, ფასების ზრდას იწვევს.

“რაოდენობრივი ზრდა იმდენად არ არის, რადგანაც გადაზიდვები დროში ჭიანურდება. ჩვენ და ჩვენი კოლეგა კომპანიები ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ წარმადობა საგრძნობლად შეგვიმცირდა. ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის მისახედი საკითხი, ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომ გადაიჭრას პრობლემები. გზებზე არსებულ დისკომფორტს ემატება გაზრდილი ტარიფები, ვინაიდან რეისების რაოდენობა არ სრულდება გეგმაზომიერად, ეს ქმნის სატრანსპორტო საშუალებების ვაკუუმს და ხდება ფასების ზრდა“, - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა და აღნიშნა, გზებზე არსებული შეფერხებების გამო, კომპანიები ცდილობენ, ტვირთი სხვადასხვა საბაჟო-გამშვებ პუნქტებს შორის გადაანაწილონ.

აღსანიშნავია, რომ 5 თვის მონაცემებით, საქართველოს დერეფანში, საავტომობილო გზით 11.1 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, ზრდა წლიურ ჭრილში მხოლოდ 100 ათასი ტონაა. საავტომობილო გადაზიდვებზე მთლიანი ტვირთების 67% მოდის.

5 თვის მონაცემებით, საქართველოს დერეფანში 16.6 მლნ ტონა ტვირთის გატარება მოხდა, 600 000 ტონით მეტი 2021 წლის 5 თვესთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები