ამის შესახებ მან BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორზე წამლის რეგისტრაციის გახანგრძლივების გავლენას შეეხებოდა.
ილონა კოკიაშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის კოვიდ-მდგომარეობის გამო, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ ცვლილებები წამლის ღირებულებას არ გაზრდის.
„კანონპროექტის პირველ ინიცირებულ ვარიანტში შეტანილ იქნა ცვლილებები და ვადები გაშუალედდა, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ამ ეტაპზე დაზუსტებით რთული სათქმელია, ზუსტი პროგნოზი, ვინაიდან ცვლილებებთან ერთად გასათვალისწინებელია აგრეთვე კოვიდ პანდემიის გავლენაც ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები არ გამოიწვევს ბაზარზე იმპორტის შეფერხებას , დეფიციტს ან / და მედიკამენტების გაძვირებას , რის პირდაპირ მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ”, - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.
ცნობისთვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 7-დან 15 დღემდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მედიკემენტების რეგისტრაციის ვადად 30 დღე განიხილებოდა.