მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა ოქრო საქართველოში? - „ზარაფხანას“ მოლოდინი

64591512799c9
თათია ჩაფიჩაძე
09.05.23 11:00
894
კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე სამხარაძის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასის გაძვირების მიუხედავად, ადგილობრივ ნაწარმზე ფასის ზრდა უახლოესი თვეების განმავლობაში არ იგეგმება. მიზეზი გამყარებული ლარია, რომელიც ფასის სტაბილურობას განსაზღვრავს.

„ოქრო ყველაზე ხელშესახებად გაძვირდა დეკემბერში. გრამი სუფთა ოქრო (995-999 სინჯიანი) 156 ლარი ღირდა, მას შემდეგ პირველი გაძვირება იყო ორი თვის წინ, როცა 160-162 ლარის ფარგლებში იყო, წინა კვირას კი ფასმა უკვე 168 ლარს მიაღწია, დღეიდან 165 ლარის ფარგლებში იქნება. ზოგადად, ბოლო თვეებში ოქროს ფასი ძალიან მერყევია, თუმცა აქ არის ერთი ფაქტორი - ლარის და დოლარის კურსი, ეროვნული ვალუტა მყარდება, რაც დამცავი ბალიშივით მოქმედებს ამ ეფექტების შემცირებაზე.

მოკლევადიან პერსპექტივაში არ ვაპირებთ ფასებს გაზრდას, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენი რეზერვი და ლარის გამყარება ამის წინაპირობას იძლევა", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ოქროს ღირებულება გასული წლის ნოემბრიდან იზრდება, რასაც შარშან ცენტრალური ბანკების მიერ რეკორდული 1,087 ტონა შესყიდვები დაედო საფუძვლად. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 20 აპრილის მდგომარეობით, როცა ერთკვირიან ჭრილში ფასი 4%-ით გაიზარდა და 2,060 დოლარს მიაღწია. ბოლო მონაცემებით კი, საერთაშორისო ბირჟაზე ერთკვირიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 2,021 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები