მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა პროდუქცია? - "წერტის" მოლოდინები

63bd44ed8798f
თათია ჩაფიჩაძე
15.01.23 21:59
1134
ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქსელის „წერტის“ ხელმძღვანელი ბიძინა გონაშვილი ამბობს, რომ გამომდინარე ნედლეულის გაძვირებიდან გამომდინარე, პროდუქციის გაძვირება უკვე მოხდა და ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

ბიძინა გონაშილი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე წლიურად საქონლის ხორცის ფასი 30%-მდე გაძვირდა, რძის შემთხვევაში კი ზრდა კიდევ უფრო მაღალი 35-40%-საც აღწევდა.

2023 წლის მოლოდინებზე საუბრისას გონაშვილი ამბობს, რომ იანვარში ფასები რძეზე კიდევ გაიზრდება, ხორცის ფასი კი სავარაუდოდ არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, რაც თავისთავად „წერტის“ მიერ წარმოებულ პროდუქტზე აისახება.

„ვფიქრობ, წელს ფასები დასტაბილურდება . ხორცზე ფასის მატების მოლოდინი არ გვაქვს, ხოლო რძე გაგვიძვირდა. სამ ფერმასთან ვთანამშრომლობთ და რძეს იანვრიდან კიდევ უფრო გაძვირებული ფასით ვიბარებთ. კი გავლენას იქონიებს ფასებზე. ნედლეული გვიძვირდება 20%-ით, შესაძლოა, ზუსტად ამდენითვე არ მოხდეს გასაყიდ პროდუქტზე ასახვა, მაგრამ მგონია რომ 15% მაინც იქნება ფასნამატი. ჩვენთვისაც რთულია ეს პროცესი, ფასების ზრდა მოხმარებას ამცირებს და ამით არავინ არის მოგებული, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს“ - განაცხადა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები