მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები 3 იანვარს ირანის რესპუბლიკაში მომხდარ ტერორისტულ აქტს უმკაცრესად გმობენ

გაერო

გაერო-ს პრესსამსახური ირანის ქალაქ კერმანში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, უშიშროების საბჭოს წევრები უმკაცრესად გმობენ 3 იანვარს ირანის რესპუბლიკის ქალაქ კერმანში მომხდარ ტერორისტულ აქტს.

"ამ ტერორისტული აქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები, დაშავდა 211 ადამიანი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა“,- აღნიშნულია განცხადებაში, რის გამოც ისინი მწუხარებას გამოთქვამენ.

მათ მოუწოდეს ყველა სახელმწიფოს, საერთაშორისო სამართლისა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ამ კუთხით აქტიურად ითანამშრომლონ ირანის მთავრობასთან, ისევე როგორც ყველა სხვა შესაბამის ორგანოსთან.

ცნობისთვის: ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებას 73 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები