მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა COP29 -ში მიიღეს მონაწილეობა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა COP29 -ში იღებენ მონაწილეობას 
18.11.24 12:08
522

13-16 ნოემბერს, ბაქოში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, დირექტორის მოადგილე, ნინო კვანტრიშვილმა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ორ ღონისძიებას უმასპინძლა.

14 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ქსელებთან პარტნიორობით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მდგრადი დაფინანსების ტენდენციები: აღმოსავლეთ ევროპული პერსპექტივა“. სესიის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი დაფინანსების მზარდ როლზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით, ფინანსური სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

პანელურ დისკუსიას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი,სალომე ზურაბიშვილი გაუძღვა, ხოლო სპიკერები იყვნენ: ნინო დევდარიანი - ემბისის რისკების დირექტორი, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე; გიორგი მურჯიკნელი - ბენჯამინ ინვესტის აღმასრულებელი დირექტორი; ჯან ჰაკიემეზ - თურქეთის ინდუსტრიული განვითარების ბანკის ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი; ანდრიი კიტურა - უკრაინის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მწვანე გარდაქმნის ოფისის ხელმძღვანელი, დიქსი ჯგუფის დირექტორი და ფარიდ ჰუსეინოვი - კაპიტალ ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

იმავე დღეს, გაეროს გლობალური შეთანხმების თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ქსელებთან პარტნიორობით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“.

დისკუსიის მონაწილეები მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიის - „საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ, ასევე, გაეროს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერმა, სამირ მამადოვმა, აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, ოსმან ხალიევმა, თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იბრაჰიმ ოზთოფმა და Freedom Holding Corp-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა ბაგლანა მუსინამ.

16 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების თურქეთის, საფრანგეთის, პორტუგალიის, დანიის, ჩინეთისა და შვედეთის ქსელებთან პარტნიორობით, გაიმართა ორი პანელური დისკუსია თემებზე: „ცირკულარობიდან განახლებადი ენერგიის წარმოებამდე: ინოვაციური პრაქტიკები ევროპაში“, რომელსაც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე გაუძღვა და დისკუსია სახელწოდებით:“ენერგია მომავლისთვის: ევროპის განახლებად ენერგიაზე ტრანზიციის გზამკვლევი“, რომელსაც მოდერატორის რანგში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა უხელმძღვანელა.

დისკუსიების მონაწილეებმა ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკასა და განახლებადი ენერგიის წარმოებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე, ასევე, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაში ევროპის მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა პრაქტიკულ ინოვაციებზე, რეგულაციებსა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები