მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაეროს უკრაინაში ომის დასრულებაში დახმარება შეუძლია" - აშშ-მა გაეროში რეზოლუცია წარადგინა

აშშ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც აშშ-მა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას "ისტორიული რეზოლუცია" წარუდგინა. როგორც რუბიო აღნიშნავს, გაეროს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შეუძლია, თუ ის თავის საწყის მიზნებს დაუბრუნდება და საერთაშორისო მშვიდობას უზრუნველყოფს.

"პრეზიდენტი ტრამპი ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნისა და რეზოლუციისადმი, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს და არა დროებით პაუზამდე. ამ ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის 3 წელი სრულდება. ომი ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა და ზედმეტად ძვირად დაუჯდათ უკრაინასა და რუსეთს.

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარუდგინა და მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, მხარი დაუჭიროს მას, რათა მშვიდობის გზას დავადგეთ. რეზოლუცია თანხვედრაშია პრეზიდენტ ტრამპის ხედვასთან, რომ გაერო თავის საწყის მიზნებს უნდა დაუბრუნდეს და, როგორც გაეროს ქარტიაშია ნათქვამი, შეინარჩუნოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის გზით. თუ გაერო ერთგულია თავისი საწყისი მიზნისა, უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა, რომ გაეროს მის დასრულებაში დახმარება შეუძლია და, რომ მშვიდობა მიღწევადია", - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მარკო რუბიო გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, შეურთდნენ აშშ-ს ამ მიზანში და გამოიყენონ ომის დასრულების შესაძლებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები