მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ₾1.3 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა - დეტალები

2232

ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 253 756 ლარია.

საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: I ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვე, ხოლო, II ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე.

წინადადებების მიღება 10 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები