ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმთავრეს საგარეო - პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სწორედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საანგარიშო პერიოდში [2023 წლის ივნისი - 2024 წლის მაისი] მიიღო.
"რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან. ამ შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, - აღნიშნა პრემიერმა.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და შეცვალოს კურსი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს. ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც საბჭომ ოთხ პუნქტად გამოყო. რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით - სრულად