მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრებულმა კრიპტობირჟა CELSIUS-მა კრედიტორებს $3 მილიარდი უნდა დაუბრუნოს

celsius

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებულმა კრიპტობირჟა Celsius-მა კრედიტორებს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის აქტივები უკან უნდა დაუბრუნოს.

ამ შემთხვევაში, საუბარია იმ ვალდებულებების მომსახურებაზე, რომელიც კრიპტობირჟას გაკოტრებამდე ჰქონდა აღებული. თუკი Celsius-ის ხელმძღვანელობა ამას შეძლებს, მაშინ კომპანია რესტრუქტურიზაციის და საქმიანობის აღდგენის უფლება მიიღებს.

სავარაუდოდ, კომპანიის პროფილი შეიცვლება და ის კრიპტო მაინინგის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას, ნაცვლად ტრედინგისა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Celsius-ი ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა, ის სესხებსა და დეპოზიტებს კრიპტოვალუტებში გასცემდა, სანაცვლოდ კი საკომისიოს იღებდა. 2022 წელს კომპანია გაკოტრდა, მისი დაფუძნებული, ალექსი მაშინსკი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

აშშ-ის პროკურატურა მიიჩნევს, რომ Celsius-ი რეალურად თაღლითური ორგანიზაცია იყო, ერთგვარი ფინანსური პირამიდა, რომლის დამფუძნებლებმაც და ხელმძღვანელებმაც კარგად იცოდნენ, რომ პირამიდა ჩამოიშლებოდა, ათასობით მომხმარებელი კი დაზარალდებოდა. Celsius-ის გაკოტრებამ კლიენტები და კრედიტორები თითქმის 5 მილიარდი დოლარით აზარალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები