ქართველი ფეხბურთელისთვის, გიორგი მიქაუტაძისთვის სტამბოლის "გალათასარაიში" ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება.
საქმე ისაა, რომ დღეს, 25 დეკემბერს Fabrizio Romano სოციალურ პლატფორმა x-ზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც "გალათასარაიმ" მიქაუტაძის თაობაზე "ლიონს" ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა. საუბარია €17 მილიონი + ბონუსებზე.
ცნობისთვის, ამჟამად "ლიონის" ვებსაიტზე მიმდინარეობს დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პროცესი, სადაც გიორგი მიქაუტაძეცაა ნომინირებული. დეკემბერში ქართველმა ფორვარდმა "ანჟერის", "პსჟ"-სა და "ფეინი ონუა"-ს კარი აიღო და აქვს შესაძლებობა აღნიშნულ ჯილდოს პირველად დაეუფლოს. ხმის მიცემას კი ამ ბმულზე შეძლებთ.
შეგახსენებთ, რომ "ლიონმა" ქართველი ფორვარდი, რომელმაც 2024 წელს კლუბსა და ნაკრებში 26 გოლი გაიტანა, გასულ ზაფხულს "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელს "ლიონთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.