მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალში ხანძარს ბოლომდე ვერ აქრობენ

ხანძარი გალში

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მახუნჯიაში ხანძრის ნაწილი ლოკალიზებულია. როგორც ადგილობრივმა BMG-ის განუცხადა, მეხანძრეები და მოქალაქეები დანარჩენი ნაწილის ჩაქრობას ცდილობენ. მისი ინფორმაციით, ხანძარს ებრძოდნენ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მეხანძრეები, ენგურჰესის სახანძრო ეკიპაჟები, ქალაქის ე.წ. სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ამასთან, როგორც Sputnik-ი ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრზე დაყრდნობით წერს, მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა, თუმცა საშიშროება აღმოფხვრილი არ არის. მისი თქმით, ძნელად მისადგომ ადგილებში კვლავ ხანძარია.

დიმიტრი ადლეიბას განცხადებით, ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძარი კვლავ გააძლიეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები