მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალტ & თაგარტმა" ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

გალტ
30.09.24 14:32
376
სტატიაში საუბარია:

"გალტ & თაგარტმა" ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს.

აჭარა ყველაზე სწრფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის. თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. გალტ & თაგარტის მიხედვით, ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასევე სხვადასხვა დარგებში პოტენციალის ათვისება მომდევნო წლებში ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჯამურად ქვეყანაში არსებული ტენდენციის საპირისიპიროდ, აჭარაში მოსახლეობა იზრდება, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების დინამიკა და იზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც ბიზნესის წარმოებისთვის აჭარის რეგიონის მიმზიდველობას უწყობს ხელს.

„რეგიონული განვითარება საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა მზარდი იყოს საქართველოს რეგიონებში. ტურისტული სეზონი დასრულდა და გვინდა ბიზსნეს სექტორს ექსპერტული ცოდნა გავუზიაროთ განვლილ პერიოდებზე და ასევე იმ პერსპექტივებზე, რასაც ვხედავთ როგორც ჯამურად, აჭარის ეკონომიკაში, ისე სტუმართმასპინძლობის და უძრავი ქონების ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ რეგიონი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულებაა. ამასთან, საყურადღებო ტენდენციებია უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით, რაც "გალტ & თაგარტის" სიღმისეული კვლევის საუძველზე იკვეთება. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, იმისთვის რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.gt.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები