მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა

საქართველო

Galt & Taggart-მა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საინვესტიციო ბანკის წელს ეკონომიკის 9%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც აქამდე არსებულ 8%-იან პროგნოზს 1 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.

Galt & Taggart-ი პროგნოზის გადახედვის მიზეზად მიმდინარე წლის 8 თვის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ასახელებს. საგულისხმოა, რომ საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში წლიურად 12%-ით გაიზარდა, წინა თვეში 13%-იანი ზრდის შემდეგ. 8 თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 10% შეადგინა. აგვისტოში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ICT, სამშენებლო, საფინანსო და სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება იყო.

ცნობისთვის, მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,2%-მდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტი 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები