Galt & Taggart-მა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა გაზარდოს.
საინვესტიციო ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, იანვრის ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, Galt & Taggart-ი განიხილავს 2025 წლის საბაზო ზრდის 5%-იანი პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვას მას შემდეგ, რაც თებერვლის წინასწარი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი.
"საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა, 2025 წლის იანვარში წლიურად 11.1%-ით გაიზარდა, წინა თვეში 6.7%-იანი წლიური ზრდის შემდეგ",- აღნიშნულია მიმოხილვაში.
2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა - ამის შესახებ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა გაზრდილი იყო 14.7%-ით და ის 12 მილიარდ ლარს შეადგენდა.




























