მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart პროგნოზით, წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მლრდ-მდე გაიზრდება

ტურიზმი

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. შარშან საქართველომ დაახლოებით 4.7 მლრდ დოლარი მიიღო ტურიზმიდან, შესაბამისად ზრდა დაახლოებით 200 მლნ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება უკვე მიღებულ შემოსავლებს, ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2%-ით 1.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა. შემოსავლების კლება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ განაპირობამ, რის გამოც მე-2 კვარტალში მიღებული შემოსავლების 4%-იანი კლება დაფიქსირდა.

კერძოდ, Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ 2026 წლის II კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ვიზიტების დინამიკის მსგავსად, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან (+12% წ/წ), რუსეთიდან (+10% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები