მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

სებ

Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე შეამცირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში არის ნათქვამი.

"ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა 8.25%-მდე. არსებული დაბალი ინფლაციის გათვალისწინებითა და წითელი ზღვის კრიზისთან მიმართებით შემცირებული დაძაბულობის ფონზე, ჩვენ მოველით რომ რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შემცირდება ჩვენი საბაზო სცენარით", - ნათქვამია მიმოხილვაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.