მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart: „ვაქცინაციის ნელი პროცესი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს“

607aa1830f97a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.21 16:10
765
ვაქცინაციის ნელი პროცესი და ტურიზმის დაყოვნებული აღდგენა 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მოლოდინებს აუარესებს - აღნიშნულის შესახებ საკონსულტაციო კვლევით კომპანია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ქვეყნის ეკონომიკის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მათი პროგნოზით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.6%-ით აღდგება.

„2021 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვქონდა, თუმცა ვაქცინაციის ნელი პროცესი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს. შესაბამისად, 2021 წელს ჩვენ 3.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ, რაც ჩვენი პესიმისტური სცენარი იყო, ხოლო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის შემთხვევაში ჩვენი პროგნოზი 5.0% იყო.

ამასთან, ხელახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა ნაკლები იქნება. ჩვენი შეფასებით, წინა შეზღუდვების შედეგად ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები