მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულია - ირაკლი კობახიძე

ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო მთელს მსოფლიოში გამორჩეულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ღია ბიუჯეტის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით და ერთადერთი სფერო, რომელიც აქამდე გამჭვირვალე არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციებია.

„ზოგადად, რაც შეეხება გამჭვირვალობას საქართველო არის გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს ეხება მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების გამჭვირვალობას, ეს ეხება მთავრობის გამჭვირვალობას. მე პირადად, მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სამთავრობო განკარგულების თუ დადგენილების გასაჯაროების თაობაზე და ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსიც არის ამის კიდევ ერთი დასტური. მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებდა მოწესრიგებას, გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, რომელიც დააინიიცირა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. გამჭვირვალობა არის ევროპული ფასეულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა სფეროში“, - განაცხადა პრემიერმა.

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის (Open Budget Survey – 2023) შედეგებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კომპონენტში საქართველოს 100 შესაძლო ქულიდან კვლავ 87 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა, იგივე "ღია ბიუჯეტის ინდექსი", კვლევის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ზომავს ცენტრალური მთავრობის მიერ საჯარო რესურსების მოზიდვასა და ხარჯვაზე ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას. საქართველოს წინა, 2021 წლის კვლევაშიც ანალოგიური შედეგი ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები