გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ქართველ დეპუტატებს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიყენონ დღევანდელი შანსი და ქვეყანა სწორ გზაზე დააბრუნონ.
როგორც როთი სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ხალხის გზავნილი "აგენტების კანონის" შეჩერებაა.
„ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს. ქართველი ხალხის გზავნილი კრისტალურად ნათელია: შეაჩერეთ უცხოელი აგენტების კანონი!
ძვირფასო კოლეგებო საქართველოს პარლამენტში, გამოიყენეთ შანსი დღეს! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე.
საქართველოს მომავალი ევროკავშირია!", - წერს როთი.
For us politicians it’s crucial, to listen to our people carefully. The message of the Georgian people is crystal clear: Stop the foreign agent law!
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 28, 2024
Dear colleagues of the 🇬🇪Parliament, Take the chance today!
Bring your great country back on track.
The future of 🇬🇪 is 🇪🇺!
პარლამენტი "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას დღეს, 28 მაისს, აპირებს.