PMCG-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეკონომისტების 71% ძალიან ნეგატიურად, ხოლო 29% - ნეგატიურად აფასებს.
PMCG-ის მიერ მომზადებული "საქართველოს ეკონომიკური კლიმატის" მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის IV კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების აზრით ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების შეჩერება ყველაზე ნეგატიურად საერთაშორისო დახმარებაზე, დასავლეთის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და შიდა ბიზნესგარემოზე იმოქმედებს.
რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გავლენებს დეტალურად, PMCG-ის გამოკითხვის შედეგად, ეკონომისტების პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ცნობისთვის, PMCG-ისგან კვარტალური კითხვარი 60 ეკონომისტს ეგზავნება. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტლების მიხედვით.