PMCG jobs.ge-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წელს ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვების და შესყიდვების კატეგორიაში გამოცხადდა.
2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 8,178 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 83.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც JOBS-GE-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
გარდა ამისა, 2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 11,580 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 52.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023, წელს აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 10,438 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.1%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 56.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.