მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 25% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მთლიანად პრორუსულად მიიჩნევს - IRI

6447d33747bc6
მარიამ ვარადაშვილი
25.04.23 17:23
524
დღეს „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ერთი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას ეხება.

2023 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 53% რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას ემხრობა, 2022 წლის მარტთან შედარებით 9%-ით არის შემცირებული რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრეთა რაოდენობა.

ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი უარყოფითად აფასებს მოქმედი მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან. 2022 წლის მარტთან შედარებით ეს რიცხვი 4%-ით არის გაზრდილი. გამოკითხულთა 45%, მიიჩნევს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა ან უფრო პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური [20%], ან მთლიანად პრორუსულია [25%]. მთლიანად პროდასავლურად მთავრობის პოლიტიკას მიიჩნევს 17%, ხოლო უფრო პროდასავლურად, ვიდრე პრორუსულად – 21%. 17%-ს ან პოზიცია არ აქვს, ან უარს ამბობს პასუხზე.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია. კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები