მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 33% სიახლეებს სოციალურ მედიაში ეცნობა – IRI

5f3406a95b696
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 21:00
1119
კითხვაზე რა წყაროებიდან იღებთ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ, IRI-ის კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 85%-მა დაასახელა ქართული ტელეარხები. 33% ინფორმაციას იღებს სოციალური მედიიდან, 10% – ქართული ინტერნეტსაიტებიდან, 4% – რუსული ტელეარხებიდან, კიდევ 4% – ქართული ბეჭდური მედიიდან, 3% – ქართული რადიოსადგურებიდან, 2% – დასავლური ტელეარხებიდან, ხოლო კიდევ – 2% სხვა წყაროებიდან.

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტებს რამდენიმე წყაროს მონიშვნის შესაძლებლობა ჰქონდათ.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები